მთავარი

20

მაისი

აეროსმიტი

იხილეთ ივენთი
მოემზადეთ დიდი სანახაობისთვის!

აეროსმიტი - ამერიკის ლეგენდარული როკ-ჯგუფი 20 მაისს ჩვენს არენას ესტუმრება!

ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება 25 იანვრის, დილის 9 საათიდან.
Golden Ring (ფეხზე დასადგომი) ბილეთები - https://biletebi.ge 
სხვა ყველა კატეგორიის ბილეთის შესაძენად კი - https://tkt.ge/ 

30

ივლისი

კრისტინა აგილერა

იხილეთ ივენთი
30 ივლისს, ქართული მუსიკალური და კულტურული ცხოვრების ახალი ცენტრის, Black Sea Arena-ს სცენა მსოფლიოს უდიდესი ვარსკვლავის ქრისტინა აგილერას შოუ-კონცერს დაეთმობა.

ექვსგზის გრემის მფლობელი ვარსკვლავი დაუვიწყარ სანახაობას და კონცერტს აჩუქებს დამსწრე საზოგადოებას.

მომღერალი, რომელიც 20 წლის განმავლობაში მსოფლიოს ტოპ მუსიკოსებს შორის ადგილს ინარჩუნებს, საქართველოს პირველად ეწვევა და მსმენელის წინაშე თავისი საუკეთესო ჰიტებით წარსდგება.

6

აგვისტო

ვანესსა-მეი

იხილეთ ივენთი

 „ბლექ სი არენას“ კიდევ ერთი სუპერვარსკვლავი ესტუმრება. მევიოლინე, რომელსაც ყველაზე მეტი დისკი აქვს გაყიდული მსოფლიოში - ვანესა-მეი არენაზე კონცერტს 6 აგვისტოს გამართავს.


დიდი ბრიტანეთის ყველაზე წარმატებული არტისტი ქართველ და უცხოელ მსმენელის წინაშე ცნობილი ჰიტებით და ეფექტური შოუ-კონცერტით წარსდგება.


ელოქტრონული კლასიკის დედოფალი  კლასიკური მუსიკის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც „ბრიტ ევარდსის“ ნომინაცია მიიღო, როგორც საუკეთესო ქალმა არტისტმა. ის ასევე პირველი კლასიკური მუსიკის არტისტია, რომლის შესრულებული კომპოზიციაც „ბილბორდის“ საცეკვაო მუსიკალურ ჩარტში მოხვდა და რომელსაც „როიალ ფესტივალ ჰოლზე“ გამოსვლის პატივი ხვდა წილად.

20

აგვისტო

Scorpions

იხილეთ ივენთი

პირველ როკ-კონცერტს Black Sea Arena-ზე ლეგენდარული Scorpions გამართავს

📣 ჯგუფი მაყურებლის წინაშე 20 აგვისტოს წარსდგება “Return to forever” ტურნეს ფარგლებში და თავის ყველა ჰიტს შეასრულებს

აეროსმიტი

20

მაისი
კრისტინა აგილერა

30

ივლისი
ვანესსა-მეი

6

აგვისტო
Scorpions

20

აგვისტო

არენას შესახებ

საქართველოს რუქაზე უკვე მონიშნულია უსაზღვრო შესაძლებლობების და შთამბეჭდავი ღონისძიებების ჩატარების ახალი ადგილი. Black Sea Arena თითოეულ სტუმარზე ექსკლუზიურად ზრუნავს და ხარისხის უმაღლეს სტანდარტებთან ერთად ბრწყინვალე სანახაობას გთავაზობთ. არენას დიზაინი, ადგილმდებარეობა და გარემო უემოციოდ არავის დატოვებს. საუკეთესო ტექნოლოგიებით აღჭურვილი დარბაზი მზადაა მსოფლიოს ვარსკვლავებს და შემსრულებლებს 10 000 მაყურებელთან ერთად უმასპინძლოს. მზად ხართ შოუსთვის?
11.07.2016

ექსკლუზივი ! ყველაფერი კრისტინა აგილერას კონცერტის შესახებ

ამჟამად აგილერა, რომლის შოუც ერთ-ერთ ყველაზე ძირად ღირებულ სანახაობად მიიჩნევა, ტურნეში არ არის. შესაბამისად, „ბლექ სი არენის“ გახსნისთვის ექსკლუზიურად ჩამოდის, რაც ამ ღონისძიებას ორმაგად საინტერესოს ხდის. შოუ რომ მასშტაბური იქნება, ამის გარანტიას ერთი მხრივ კრისტინა აგილერას სახელი და გვარი იძლევა, მეორე მხრივ კი ის უმაღლესი დონის აპარატურა, რომლითაც „ბლექ სი არენაა“ აღჭურვილი.
როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე კულტურის მინისტრის მოადგილე, კახი კანდელაკმა განაცხადა, მსგავსი ტიპის უახლესი აპარატურა რობი უილიამსისა და „მარუნ 5“-ის კონცერტზეც კი არ ჩამოსულა და ეს საქართველოს სახელმწიფოსთვის უდიდესი შენაძენია, ვინაიდან მეგავარსკვლავების მომდევნო კონცერტებისთვის აპარატურა უცხოეთიდან კონტეინერებით აღარ იქნება ჩამოსაზიდი.

http://fortuna.ge/eqskluzivi-yvelaferi-kristina-agileras-koncertis-shesakheb/
30.07.2016

კრისტინა აგილერამ სცენაზე ქართველი მომღერლები გამოიყვანა

შეკვეთილში, Black Sea Arena-ს სცენა მსოფლიო ვარსკვლავის, კრისტინა აგილერას შოუ-კონცერტით გაიხსნა. მსმენელი ახალ საკონცერტო დარბაზში 18:00 საათიდან შეიკრიბა.
ექვსგზის გრემის მფლობელი ვარსკვლავი მუსიკის მოყვარულებს დაუვიწყარ სანახაობას და კონცერტს ჰპირდება. მომღერალი საქართველოს პირველად ეწვევია.

მომღერალმა თავისი გამოსვლა სამადლობელი ვრცელი ტექსტით დაიწო. მან მადლობა 

გადაუხადა ქართველებს და აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია ქართული სტუმართმოყვარეობით. მოულოდნელი სიურპრიზი იყო, როცა კრისტინა აგილერამ სცენაზე ქართველი მომღერლები გამოიყვანა.
კონცერტს 10 000-მდე ქართველი და უცხოელი მსმენელი ესწრება.

01.08.2016

კრისტინა აგილერას კონცერტის ყველა საინტერესო დეტალი

ქრისტინა აგილერას კონცერტით 30 ივლისს შეკვეთილში მდებარე 200 მილიონად შეფასებული დარბაზი გაიხსნა. სამწუხაროდ, რამდენიმე ასეული ადამიანი ბილეთის გარეშე დარჩა. კონცერტამდე სამი საათით ადრე, სალაროსთან რიგი იდგა და დაახლოებით, 1500-მდე ბილეთი გაიყიდა, რაც შოუმდე ჯერ კიდევ დარჩენილი იყო.

http://fortuna.ge/qristina-agileras-koncertis-yvela-saintereso-detali/