საინფორმაციო სივრცე

01.08.2016

კრისტინა აგილერას კონცერტის ყველა საინტერესო დეტალი

ქრისტინა აგილერას კონცერტით 30 ივლისს შეკვეთილში მდებარე 200 მილიონად შეფასებული დარბაზი გაიხსნა. სამწუხაროდ, რამდენიმე ასეული ადამიანი ბილეთის გარეშე დარჩა. კონცერტამდე სამი საათით ადრე, სალაროსთან რიგი იდგა და დაახლოებით, 1500-მდე ბილეთი გაიყიდა, რაც შოუმდე ჯერ კიდევ დარჩენილი იყო.

http://fortuna.ge/qristina-agileras-koncertis-yvela-saintereso-detali/

30.07.2016

კრისტინა აგილერამ სცენაზე ქართველი მომღერლები გამოიყვანა

შეკვეთილში, Black Sea Arena-ს სცენა მსოფლიო ვარსკვლავის, კრისტინა აგილერას შოუ-კონცერტით გაიხსნა. მსმენელი ახალ საკონცერტო დარბაზში 18:00 საათიდან შეიკრიბა.
ექვსგზის გრემის მფლობელი ვარსკვლავი მუსიკის მოყვარულებს დაუვიწყარ სანახაობას და კონცერტს ჰპირდება. მომღერალი საქართველოს პირველად ეწვევია.

მომღერალმა თავისი გამოსვლა სამადლობელი ვრცელი ტექსტით დაიწო. მან მადლობა 

გადაუხადა ქართველებს და აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია ქართული სტუმართმოყვარეობით. მოულოდნელი სიურპრიზი იყო, როცა კრისტინა აგილერამ სცენაზე ქართველი მომღერლები გამოიყვანა.
კონცერტს 10 000-მდე ქართველი და უცხოელი მსმენელი ესწრება.

11.07.2016

ექსკლუზივი ! ყველაფერი კრისტინა აგილერას კონცერტის შესახებ

ამჟამად აგილერა, რომლის შოუც ერთ-ერთ ყველაზე ძირად ღირებულ სანახაობად მიიჩნევა, ტურნეში არ არის. შესაბამისად, „ბლექ სი არენის“ გახსნისთვის ექსკლუზიურად ჩამოდის, რაც ამ ღონისძიებას ორმაგად საინტერესოს ხდის. შოუ რომ მასშტაბური იქნება, ამის გარანტიას ერთი მხრივ კრისტინა აგილერას სახელი და გვარი იძლევა, მეორე მხრივ კი ის უმაღლესი დონის აპარატურა, რომლითაც „ბლექ სი არენაა“ აღჭურვილი.
როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე კულტურის მინისტრის მოადგილე, კახი კანდელაკმა განაცხადა, მსგავსი ტიპის უახლესი აპარატურა რობი უილიამსისა და „მარუნ 5“-ის კონცერტზეც კი არ ჩამოსულა და ეს საქართველოს სახელმწიფოსთვის უდიდესი შენაძენია, ვინაიდან მეგავარსკვლავების მომდევნო კონცერტებისთვის აპარატურა უცხოეთიდან კონტეინერებით აღარ იქნება ჩამოსაზიდი.

http://fortuna.ge/eqskluzivi-yvelaferi-kristina-agileras-koncertis-shesakheb/